|
2019-12-18 15:58:24, 1688 ნახვა
სამართალი
მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრთან განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია მოთავსებული. როგორც ადვოკატმა აღშნიშნა, ჩოლოიანის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ იძულება, მუქარა ან სხვა უკანონო ქმედება არ განხორციელებულა. „მარიანა ჩოლოიანი რა თქმა უნდა არ აღიარებს ბრალდებას. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არათუ მარიანა ჩოლოიანის, არამედ არც ერთი სხვა პოლიციელის მხრიდან განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ არ განხორციელებულა იძულების, მუქარისა თუ სხვა, კანონით გაუთვალისწინებელი ქმედება. იმ შემთხვევაში თუ არსებობდა გამომძიებლისა და საგამოძიებო ორგანოდან იძულების ან ზეწოლის განხორციელების ფაქტი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ აღნიშნულის შესახებ დაეფიქსირებინათ. რაიმე სახის შენიშვნა, განცხადება, იძულებისა თუ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა. უფრო მეტსაც გეტყვით, მეორე დღეს საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვნის გამოცხადების ინიციატორი გახდა მისი კანონიერი წარმომადგენელი. მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვანს ეკონტაქტება პოლიციის განყოფილებაში, კამერების მეთვალყურეობის ქვეშ. ამოღებულია ვიდეოჩანაწერები უკვე. დღეს ვრცელდება მედიით, რომ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, ნეიტრალური პირები პოლიციის განყოფილებაში და პარალელურად ხდებოდა მათი გამოკითხვა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე და აღნიშნული პირები, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რაიმე სახის კანონდარღვევას მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)