04:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 19:01:59, 841 ნახვა

ეკონომიკა
გორის "დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორნები გაიხსნა

კომპანია "ვისოლი ჯგუფმა” ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში“ „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ რესტორნები გახსნა.

ამერიკული რესტორნების ქსელების პირველი რეგიონალური ობიექტების საზეიმო პრეზენტაციას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი,  შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და კომპანია "ვენდის" წარმომადგენელი დაესწრო.

 „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მულტიფუნქციურია და რამოდენიმე მომსახურების ობიექტს მოიცავს.  „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა, რომელიც დღეს  გაიხსნა, ობიექტზე განთავსებულია „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართი სადგურები, „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი,  სუპერმარკეტი “სმარტი” პროდუქტების ფართო არჩევანით და  “სმარტ კაფე” უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.

 „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა და  მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. თხილის ყავას  და „რინგ დონატს“ „დანკინ დონატსის“ სტუმრები მხოლოდ 3 ლარად მიიღებენ ხოლო „ვენდიში“ მისულ სტუმრებს „ბეკონატორისა“ და „ჯუნიორ ბეკონატორის“ კომბო მხოლოდ ბურგერის ფასად დახვდება. „ვენდი“ „დასვენეისა და მომსახურების კომპლექსში“ სათამაშო ზონითაცაა წარმოდგენილი.

 "დღეს არის გამორჩეული დღე "ვისოლ ჯგუფში", რამეთუ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედაქალაქ თბილისის გარეთ იხსნება "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" რესტორანი. ჩვენ სადაც არ უნდა გავაკეთოთ ეს რესტორანი, ეს ბრენდები ყოველთვის, ნებისმიერ ქალაქში მიიტანენ იგივე ხარისხს, რაც არის თბილისში.ჩვენი ხარისხი პროდუქციისა და მომსახურების, სერვისის მაღალი კულტურა დამკვიდრდება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში და ხარისხის კუთხით, ჩვენ ყველა კონკურენტისაგან გამორჩეული ვიქნებით, რამეთუ ეს არის ჩვენი ბიზნესის კეთების ფილოსოფია. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დღეს 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის  ღირებულია",-განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

(r)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics