18:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 14:03:53, 3159 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: ის ხალხი ვინც გარეთ სტვენს, ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში

„ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებმა შეძლეს და საზოგადოებას თავიანთი ნამდვილი სახე დაანახეს.   

„არამც თუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, მე და ის ადამიანები, ვინც „ევროკავშირიდან“, „უნიცეფიდან” ჩვენი ტრადიციული მეგობრები დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას. ჩვენ დღეს ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს და ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ. არამც თუ ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ის თუ რა იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, როდესაც სწორედ ისინი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ ფეხქვეშ თელავდნენ გაეროს ბავშვთა უფლებებს და რა ხდება დღეს, როცა 2015 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმების წყალობით 4000-ზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტირება ვერ შედგა, აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, რადგან იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა  მისულიყო. მათ ბიბლიოთეკის შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. არსებული ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრს ბიბლიოთეკაში შესვლა პოლიციის დახმარებით მოუწია. რაც შეეხება შენობიდან გამოსვლას, წულუკინმა ეროვნული ბიბლიოთეკა შეძახილებისა და სტვენის ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics