19:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 11:45:53, 1317 ნახვა

კომენტარი
საპატრულო პოლიციის უფროსი: ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია თავისუფლად შევიდეს პარლამენტში

„ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია შევიდეს პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანო თავისუფლად ფუნქციონირებს“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიცია კვლავ მობილიზებულია.

„პოლიცია ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი და გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ და შემდგომში მოახდინეს პიკეტირება, პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება. პოლიცია ადგილზეა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იქნეს დაცული და საკანონმდებლო ორგანომ განაგრძოს ფუნქციონირება მშვიდ ვითარებაში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics