10:07 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 17:21:07, 2175 ნახვა

ეკონომიკა
ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი გონჩა ილმაზ ბათური ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.

კომიტეტის ფარგლებში განხილულ იქნა, როგორც მხარეთა შორის დღის წესრიგით არსებული საკითხები, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანმა პირებმა ხელი მოაწერეს, რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმს, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირთა შეთანხმების თანახმად, ერთობლივი საბაჟო კომიტეტის სამუშაო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics