04:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 14:46:18, 731 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა ყოველწლიური კონფერენცია გახსნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს თბილისში“  ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტის მიღწევები“ გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და GIZ-ის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ გახსნეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე 5 წელია, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმა ემსახურება საჯარო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად და პროდუქტიულად განკარგვა. შიდა აუდიტის სუბიექტების მთავარი ფუნქციაა, სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და გასცეს რეკომენდაციები ხელმძღვანელისთვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს სისტემა, რათა საჯარო დაწესებულებამ შეძლოს დასახული მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, 2010 წლიდან მიმდინარეობს აღნიშნული რეფორმა, ეს არის ფინანსების მართვის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი არის შიდა აუდიტი.

"მნიშვნელოვანია ეს ინსტრუმენტი მენეჯერებისთვის, დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, ზოგადად საჯარო ფინანსების მართვის პროცესში, ვინაიდან დაწესებულება უჯვე ემზადება იმისთვის, რომ ეფექტიანად გამოიყენოს საჯარო რესურსები, ფინანსები და მიაღწიოს შედეგებს, რათა შედეგზე ორიენტირებული მართვა იყოს ჩამოყალიბებული ქვეყანაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კონფერენციის ფარგლებში, განიხილეს შიდა აუდიტის სამსახურების განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებები და მიღებული შედეგები, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჰარმონიზაციის ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში განხორციელდა.

კონფერენციაზე მოხდა ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული ორი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტის პრეზენტაცია: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“ და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო“.

ამ კუთხით, ჰარმონიზაციის ცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერა გაუწიეს GIZ-ის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა. აღნიშნული დოკუმენტები შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. მათი დამტკიცება იგეგმება მას შემდეგ, რაც შიდა აუდიტორების მიერ მოხდება მათი პრაქტიკაში გამოყენება-შეფასება.

შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია რეფორმის მიმდინარეობისა და გამოწვევების შეახებ.

ამასთან, კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შიდა აუდიტორებს და მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებს.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ჰარმონიზაციის ცენტრისა მიერ შემუშავებული ახალი სახელმძღვანელო აქტები: „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“ და „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics