08:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 12:47:00, 1547 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის შედეგად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, სულ დაკავებული 37 პირია, რომლებსაც ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედებათ. 

დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

დაკავებული 37 პირიდან სამართალდამცველებმა 19 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან დაკავებულების ახლობლები, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეები და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავებული პირების მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics