|
2015-07-21 14:11:24, 4998 ნახვა
კულტურა
დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებს რეაბილიტაცია უტარდებათ
თუშეთში, სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებს რეაბილიტაცია უტარდებათ. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით,2014 წელს დართლოში რეაბილიტაცია 6 სახლს ჩაუტარდა, 28 სახლის რეაბილიტაცია კი წელს დასრულდება. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 1,344.102.47 ლარია. პროექტის ფარგლებში, სახლების რეაბილიტაციის გარდა, გარე ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. „ დართლოს რეაბილიტაციას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი ძეგლის სტატუსის მქონე, გამორჩეული არქიტექტურის საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა“, – აცხადებენ რეგიონული განვითრების სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)