|
2015-01-24 18:47:52, 2817 ნახვა
მსოფლიო
სეპარატისტები უკრაინის არმიას ფრონტის მთელ ხაზზე უტევენ
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტები ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე არიან გადასულები, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მარიუპოლის და დონეცკის რაიონში, სადაც სეპარატისტებმა დამატებითი მძიმე ტექნიკა გადაისროლეს. პოლტორაკის თქმით, მარიუპოლი იბომბება 6 გრადის ტიპის არტილერიული დანადგარიდან, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა 4-ის განადგურება შეძლეს. მინისტრის განცხადებით, ფრონტის ხაზსთან რუსული სამხედრო თვითმფრინვები დაფრინავენ და გამორიცხული არაა, რომ უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული ავიაციაც ჩაერთოს. პოლტორაკმა მარიუპოლის რაიონში უკრაინის ჯარების დამატებითი ძალების გადასროლის პირობაც დადო. ცნობისთვის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მარიუპოლის დაბომბვა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, არტილერიული იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაშავდა. მათგან 11-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ქალაქის საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)