23:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 16:31:27, 2656 ნახვა

კომენტარი
„მეუფე პეტრე არასდროს იტყუება“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ყოფილი მიტროპოლიტის ბრალდებებს ეხმაურება

„როგორც მეუფე პეტრეს მე პირადად ვიცნობ, ის არასდროს არ იტყუება“, - ასე გამოეხმაურა ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მორიგ სკანდალურ ბრალდებებს.

როგორც თორნიკე მამალაძემ „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს.

რაც შეეხება დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესების დახურვის საკითხს, თორნიკე მამალაძის თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთი კი პროცესში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მონაწილეობაა.

„მეუფე პეტრეს განცხადებებს ვერ დავადასტურებ, მაგრამ მე როგორც მას ვიცნობ, არასდროს  იტყუება...

პროკურატურას არ ჰქონდა მტკიცებულებები და სასამართლო სხდომები ამიტომ დაიხურა. ასევე, ჩემი ძმა მესამე პირზეც საუბრობს და სავარაუდოდ, ეს მესამე პირი სასულიერო პირია, რომელიც სასამართლო სხდომების დახურვასთან კავშირშია. დღეის გადმოსახედიდან ეს, სავარაუდოდ, სოდომურ ცოდვასთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, მაღალი სასულიერო პირი იქნება, რადგან დაბალი სასულიერო პირები არავის  აინტერესებს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics