12:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 17:32:11, 2213 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, პოტენციალი ძალიან დიდია

„დღეს ჩვენ გვაქვს ტურისტების საკმაოდ მზარდი ნაკადი ჩინეთიდან, თუმცა, ციფრებში გამოხატული ეს მაჩვენებელი არსებულ პოტენციალთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში ვიზიტისას ტურისტული კომპანიის  Ctrip-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.

Ctrip ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ონლაინ ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის აქტიურად თანამშრომლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ჩინელი ტურისტული ტურების განხორციელების მიმართულებით.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გვექნება საკმაოდ სწრაფი და ეფექტური თანამშრომლობა ამ კომპანიასთან, რათა ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთ, ვასწავლოთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას - სასტუმროებს, რესტორნებსა და სხვა ტურისტულ სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, თუ როგორ გახდნენ უფრო მიმზიდველები ჩინელი ტურისტებისთვის და ეს არის დიდი პოტენციალი და შემოსავლის დიდი წყარო, განსაკუთრებით მცირე სასტუმროებისა და სარესტორნო ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics