|
2015-01-24 17:54:41, 1659 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: ვაზაგაშვილის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა პირს სამსახურიდან ვერ გავუშვებთ
„პირები, რომელთა ბრალეულობაც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არ არის გამოკვეთილი უწყებაში კვლავ მუშაობენ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ზურაბ ვაზაგაშვილის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა პირს, სამსახურიდან ვერ გაუშვებენ. „ვაზაგაშვილის სპეცოპერაციის საქმეში შეიძლება 100 ან 50 კაცი მონაწილეობდა, მაგრამ ყველას ვერ გავუშვებთ სამსახურიდან. ყველას ბრალი ხომ არ იყო, ის იყო რამდენიმე ადამიანის ბრალი. გამოიკვეთება ეს დამნაშავეები და დაისჯებიან აუცილებლად. რომლებზეც გამოკვეთილი არ არის ბრალეულობა, ისინი უწყებაში კვლავ მუშაობენ“, - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იხდის. სამების ტაძარში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)