|
2019-10-29 15:49:53, 1592 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი იქნება აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობის ბიუჯეტი
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პირველი საკითხი, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეეხო, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი და განსახორციელებელი პროექტებია. როგორც აღინიშნა, 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 11% არის გაზრდილი. ,,ეს გახლავთ ხალხის მონაწილეობით შედგენილი ბიუჯეტი. ბოლო სამი თვის განმავლობაში, პარტიის თავმჯდომარის დავალებით ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას ღია შეხვედრების ფორმატში სოფლად და ქალაქად. შესაბამისად, ბიუჯეტში გავითვალისწინეთ ყველა ის გამოწვევა და ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი იქნება აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობის ბიუჯეტი, რაც არის წინაპირობა ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის" -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 18% გაიზარდა და 21 000 000 ლარია. 2020 წელს პირველად სამინისტრო 18-დან 25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, გეგმავს პროგრამის ამოქმედებას, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებულ პირთა სრული რეინტეგრაცია საზოგადოებაში. პროგრამის განხორციელებისთვის გათვალისწინებულია 465 ლარამდე თვეში. ასევე 2020 წელს, პირველად სამინისტრო დააფინანსებს 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში. „ჩვენ გავზარდეთ 2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მიხარია, რომ მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება, რადგან აქამდე მხოლოდ არასრულწლოვნებს ეხებოდა ეს პროგრამა და ახლა უკვე ამ პროგრამით შესაძლებელია რეინტეგრაციის პროგრამები გაგრძელდეს" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის თავმჯდომარე შეეხო ყველაზე მსხვილ სოციალურ პრობლემას რეგიონში და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები. ,,მინდა შევეხო მნიშვნელოვან გამოწვევას - ესაა ოცნების ქალაქის საკითხი. 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 12 მლნ ლარი აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. დღესვე, სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულება განიხილეს. სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)