06:50 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 19:01:05, 405 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან არასამთავრობო სექტორისთვის სავიზო რეჟიმის  ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს  იმ ქმედებებსა და გატარებულ ღონისძიებებზე, რაც რიგის სამიტის შემდგომ, სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მთავარობამ განახორციელა.

შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი  წარმატებით დასრულდება და წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული  ანგარიში საბოლოო იქნება. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ასევე ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების საკითხებში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისა და მათი მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics