|
2019-10-26 13:13:20, 2136 ნახვა
კომენტარი
გომელაური: თუ ცეცხლს გახსნიან მზად ვართ ვუპასუხოთ და კონტროლირებადი ტერიტორიები დავიცვათ
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის შეფასებით, ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ვითარება გამწვავებული არ არის. ამასთან, მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დროებით დაკავებასაც გამოეხმაურა და მას "ცუდი ფაქტი" უწოდა. ამ კონტექსტში გომელაურმა განმარტა, რომ სწორედ დაკავების საფრთხის არსებობის გამო, ჟურნალისტებს და აქტივისტებს ე.წ. გამყოფ ხაზთან მოძრაობა ეზღუდებათ. "ცუდი ფაქტი იყო, რა თქმა უნდა, როდესაც დამკვირვებლები დააკავეს. პრობლემა ექმნება, ასევე, პრესას, მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება, დააკავონ და ამიტომ არ ვუშვებთ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებსაც, რომლებიც დააკავეს. რაც შეეხება ვითარებას ადგილზე, იქ ნამდვილად არ არის გამწვავებული ვითარება. გაავლებს ხოლმე 100 მეტრზე ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს, ალბათ, კარგად უნდა აიხსნას და მთავრობის ასახსნელიც არის, ალბათ. ეს თემა დაიწყო 2008 წელს. ხელი მოეწერა, რომ ოკუპაციის ხაზს იქით იქნებიან რუსული და ოსური მხარე, აქეთ - იქნება ქართული მხარე. ახლა, სადაც ღობე არ არის გავლებული, გადავდივართ? ვხნავთ ან ვთესავთ? მივდივართ ნათესავებთან? ვერ მივდივართ! სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია. საოკუპაციო ხაზთან ღობე იქნება ეს თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩვენთვის ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, გამყოფ ხაზს რომ აკეთებენ, თუმცა ის, რომ დღეს დაკარგა საქართველომ ტერიტორია - არასწორია. ეს დაიკარგა 2008 წლის ომის შემდეგ. აქ ხელი მოაწერა როგორც ქართულმა მხარემ, ასევე, რუსულმა მხარემ და ასევე ჩართული იყო ევროკავშირი. ოკუპაცია გრძელდება, ღობის გავლება გრძელდება, დაკარგულია ეს ტერიტორიები, ღობე არ არის გავლებული აფხაზეთის მხარეს და არ გვაქვს დაკარგული აფხაზეთი? ზემო სვანეთში, კოდორის ხეობაში ღობე არაა და დაკარგული არ გვაქვს. ახლა, ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს, სამწუხაროდ, საგუშაგო იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან, ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში. თუ ცეცხლს გახსნიან ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ და ჩვენი მოსახლეობა და კონტროლირებადი ტერიტორიები დავიცვათ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალები“, სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)