02:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 15:10:29, 394 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: ტასოევზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან ასეთი აღქმის განცხადებებს ვერ ვხედავ

"ტასოევს არ ვიცნობ. მასზე  კომენტარს არ ვაკეთებ,  რადგან ასეთი აღქმის განცხადებებს ვერ ვხედავ",-ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის  ვიცე-სპიკერ  დიმიტრი ტასოევის განცხადებას.

ბერუჩაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახერხა დ აოპერატიულად მოკლე დროში,  ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების,  საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, ამ ძალიან მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ ფაქტზე  სრულფასოვანი გამოხმაურება მიიღო.

„ტასოევს არ ვიცნობ. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას, ოპერატიულად მოკლე დროში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, მივიღეთ სრულფასოვანი გამოხმაურება ამ ძალიან მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ ფაქტზე. ეს შეფასება იყო როგორც ევროკავშირიდან, ასევე გაერო-დან. ევროკავშირის მხრიდან ყველა ჩვენმა პარტნიორმა  დაგმო ეს ქმედება. ტასოევზე  კომენტარს არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ასეთი აღქმის განცხადებებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის  ვიცე-სპიკერმა  დიმიტრი ტასოევმა   სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ  სურს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  მადლობა გადაუხადოს იმისთვის, რომ მან ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

"მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან თავისი განცხადებებით ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ თბილისი ამას გააკეთებს დე იურე, შევძლებდით ერთობლივად შევდგომოდით ჩვენი ქვეყნის საზღვრების დემარკაციასა და დემილიტარიზაციას, რაც მოხსნიდა ბევრ კითხვას“, - აღნიშნა ტასოევმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics