06:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 11:23:55, 981 ნახვა

კომენტარი
ლილუაშვილი - კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მსოფლიოში მაღალ პოზიციებს იკავებს

„კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება,  რასაც მათ შორის ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა.

„ასევე, მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დღემდე მიღწეული წარმატების კვალდაკვალ საჯარო სექტორში კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია რჩება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის. 

თითოეული ცვლილების მიზანია მოხდეს სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულების  წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ანუ საჯარო მოხელეების, მოსახლეობის ჩართულობა, ანუ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, თანაგრძნობა დამნაშავისადმი და არა პირიქით. ჩვენ ვცდილობთ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელოთ ცნობიერების ამაღლების კუთხით და საჯარო მოხელეებს ისე, როგორც მოქალაქეებს გავუჩინოთ განცდას, რომ ისინი მთავარი აქტორები არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების საქმე, ეს არის მთელი მოსახლეობის  საქმე“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics