|
2019-10-10 14:30:53, 3818 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: არბიტრაჟის განვითარებისთვის გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები, მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი
ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საერთაშორისო კონფერენციაზე „თბილისის არბიტრაჟის დღეები“ სიტყვით გამოვიდა. მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა გახსენეს. იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არბიტრაჟის სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. მისი თქმით, ამ გამოცდილებას წარმატებასთან ერთად გამოწვევებიც ახლავს. „ჩვენ გამოვიტანეთ წარსულიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილები და ახლა ძლიერი იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოებით, საერთაშორისო შესაძლებლობებით და მთავრობის ძლიერი მხარდაჭერით, საქართველო მიიწევს წინ, რომ გახდეს რეგიონის წამყვანი ცენტრი საარბიტრაჟო მიმართულებით. რომ არა მთავრობის მხარდაჭერა, ამ ამბიციური გეგმის განხორციელებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა,“ − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსექტორისთვის ყოველმხრივ იდეალური გარემო შექმნას, მათ შორის, დავების გადაჭრის მიმართულებით. ეს ეხება როგორც ძლიერ სასამართლოს, ისე არბიტრაჟს და მედიაციას, რომელიც მხარეებისთვის დავების გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული საშუალებაა. თეა წულუკიანის განცხადებით, არბიტრაჟის განვითარებისათვის ქვეყანაში არსებობს მთავრობის ურყევი ნება, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში სწორედ არბიტრაჟის განვითარებისთვის გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები, მათ შორის, ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რაც უკვე მეშვიდე წელია, მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის სრულფასოვანი განვითარებისთვის შიდაპოლიტიკურ ნებასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის არბიტრაჟის დღეები“ მასშტაბური ფორუმია, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა და წელს მეექვსედ ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსი იურისტები ევროკავშირიდან, საქართველოდან და ცენტრალური აზიიდან; მართლმსაჯულების სისტემის, ბიზნესის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC). მისი მხარდამჭერები არიან ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP). „თბილისის არბიტრაჟის დღეები“ 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გასტანს.
(NS)
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)