23:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 10:21:33, 377 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ  ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბნის ტერიტორიაზე სადემარკაციო ნიშნების უკანონოდ აღმართვასთან  დაკავშირებით ევროკავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, პროვოკაციული ნაბიჯები, რომელიც ვითარების სტაბილიზაციის მცდელობას აზიანებს, თავიდან უნდა იქნას აცილებული.

"ახალი სადემარკაციო ნიშნების დაყენებამ საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, დაძაბულობა გამოიწვია, რამაც შესაძლოა პოტენციურად უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ცხოვრებასა და თავისუფალ გადაადგილებაზე. ისეთი ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა, პროვოკაციულად იყოს გაგებული, თავიდან უნდა იქნას აცილებული, ასევე ქმედებები, რომლებიც აზიანებს ვითარების სტაბილიზაციის მცდელობებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს დაძაბულობის განსამუხტად გამოიყენოს ჟენევის ფორმატი და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი.

 ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics