|
2019-10-08 11:30:07, 1719 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში, "ქარვასლაში" გაიმართა და მას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ბანკის მენეჯმენტის და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. თიბისი კაპიტალის კვლევა ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების ტენდენციებს აღწერს და მის ფარგლებში სხვადასხვა კლასის სასტუმროების წარმომადგენლები გამოიკითხნენ თბილისსა და რეგიონებში. დოკუმენტში გაანალიზებულია საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოში მოსალოდნელია ტურიზმის სექტორის, ასევე ვიზიტორების მხარჯველობითუნაირიანობის ზრდა. დოკუმენტის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა. ბოლო პერიოდის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ტურისტულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, ხორვატია, მალტა და კვიპროსი. თუ საქართველოს ისევ ამ ტურისტულ ქვეყნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ მეტი ტურისტის მიღების პოტენციალი გვაქვს. კვლევა გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ტურისტებისთვის დასარჩენი ადგილების რაოდენობა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 300 მილიონი რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მოხმარდა. თიბისი კაპიტალის კვლევის სრული ვერსია გამოქვეყნდება თიბისი რისერჩის ვებ-გვერდზე https://www.tbcresearch.ge/en/SubCategory/Sector-Reports
(R)
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)