16:40 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 11:25:50, 1042 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.

შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგნელები, ძირითადად ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პრიორიტეტულ პროექტებს ეხებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ბანკის როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა 62 მლნ ევროს ოდენობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განხორციელებას. პროექტი ემსახურება ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფასა და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics