23:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 15:09:08, 376 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ქართული მხარის ინიციატივით საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრა გაიმართა. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შევიცარიის ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია 2015 წლის 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ გორის რაიონის სოფელი წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, აღმართული ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ და დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. 

სამინისტროს ცნობით, შვეიცარიის მხარეს ასევე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა და ეთხოვა მისი რუსეთისთვის გადაცემის უზრუნველყოფა. 

საუბრისას გიუნტერ ბეხლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება არ არის უბრალო ნაბიჯი და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics