|
2019-10-02 17:18:24, 1625 ნახვა
პოლიტიკა
„ნაწამები ხალხის ხმა ცამდე ადიოდა და თქვენი ყურები დახშული იყო“ - კილაძის ანგარიშის წარდგენას ხმაური მოჰყვა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ანგარიშის წარდგენას ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიციამ სოფო კილაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ მის მიერ მომზადებულ ანგარიშში არ მოხვდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას მოიცავდა. "შესაბამის უწყებებთან გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში რაც არის ჩვენი ფუნქცია, ეს შევასრულეთ და მესმის, რომ თქვენ არ დამეთანხმებით, მესმის, რომ მაინც ერთ ამბავს ატეხთ, ეს არის თქვენი უფლება, ხოლო ჩემი უფლება და ვალდებულებაა, რომ კითხვებს ვუპასუხო", - აღნიშნა მან. ოპოზიციამ კილაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის მოინახულა თუ არა მან საპატიმროში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანები. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა "აკეთებს თუ არა რამეს სოფო კილაძე ადამიანის უფლებების დაცვისთვის?". "მაშინ შესულიყავით, როდესაც ხალხს უმოწყალოდ აწამებდნენ. ნაწამები ხალხის ხმა რომ ცამდე ადიოდა და თქვენი ყურები დახშული რომ იყო ამისთვის, კარგი იქნებოდა აი, მაშინ შესულიყავით“, - უპასუხა სოფო კილაძემ ოპოზიციას.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)