|
2019-10-01 19:24:03, 1794 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტს ნარმანიას სემეკ-ის თავმჯდომარედ წარდგენის უფლება არ ჰქონდა - კენჭისყრა გადაიდო
პარლამენტში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო. მიზეზი თანამდებობაზე ნარმანიას კანდიდატურის პრეზიდენტის მიერ წარდგენა გახდა, რისი უფლებაც მას კონსტიტუციის თანახმად არ აქვს. პრეზიდენტს მხოლოდ სემეკ-ს წევრების წარდგენა შეუძლია. კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საკითხი სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა დააყენა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს „სხვა პრობლემებთან ერთად, იურიდიული კონსულტაციის პრობლემაც აქვს“. „მოგეხსენებათ,კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ამავე კონსტიტუციის 52-ე მუხლით პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნტქი გვეუბნება, რომ პრეზიდენტს შეუძლია, განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება. „დ“ ქვეპუნქტი ადგეს ჩამონათვალს, თუ ვისი წარდგენის უფლება აქვს, ამ ჩამონათვალშია არიან მხოლოდ სემეკ-ის წევრები. შესაბამისად ,თავმჯდომარის წარდგენის უფლება საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია. თუ პარლამენტი ამ დადგენილებას უყრის კენჭის იქნება კონსტიტუციის დარღვევა“, – აღნიშნა გოგორიშვილმა. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. სხდომის გაგრძელების შემდეგ, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ კენჭისყრა გადაიდო.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)