|
2019-10-01 16:19:27, 1402 ნახვა
პოლიტიკა
გახარიამ მოქალაქეებს 7 წლის წინ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა მიულოცა
„დღეს პირველი ოქტომბერია, 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მიღწევების გამოხატვა არის ის, რომ მთავრობა ასე ღიად საუბრობს ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ამას თავის ვალდებულებად მიიჩნევს. „დღეს პირველი ოქტომბერია, 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ და რომლის შედეგებისა და მიღწევების გამოხატვა არის ის, რომ ასე ღიად ვსაუბრობთ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ამას ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. მე მინდა მივულოცო პირველ რიგში თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად იღებდა მაშინ მონაწილეობას იმ სამოქალაქო აქტივობებში და ვთვლი, რომ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის იყო ის, რაც სულ ახლახანს მოხდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა და ასეთი გამარჯვებები ყველას ერთად ჩვენ კიდევ ბევრი გვექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)