|
2019-09-29 13:57:23, 1563 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ მარტვილში ამომრჩეველთან შეხვედრისას პენისს გაზრდაზე ისაუბრა
მარტვილის რაიონის სოფელი გურძემში მცხოვრები პენსიონერები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემზე საუბრობენ. ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე სოფელ გურძემში ვახტანგ გულორდავას ოჯახში პენსიონერებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. პენსიონერები, ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ რომ 200 -ლარიანი პენსია თვითან თვემდე არ ყოფნით მედიკამენტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე. უმრავლესობას კრედიტი აქვთ აღებული გაუსაძლისი პირობებიდან გამომდინარე. დავით ბაქრაძის განცხადებით ’’ევროპული საქართველო’’ შემოდგომაზე წარმოადგენს საპენსიო რეფორმას სადაც გათვალსიწინებული იქნება როგორც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა , ასევე დღევანდელი პენსიონერებისთვის 50 ლარიანი პენსიის გაზრდა. დავით ბაქრაძის განცხადებით: - ’’მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა არაფერს არ აძლევს დღევანდელ პენსიონერს ,რომელსაც სულ უფრო და უფრო უჭირს ცხოვრება გაძვირებული და გაზრდილი ფასების ფონზე. შემოდგომაზე ’’ევროპული საქართველო’’ წარმოადგენს ახალ გეგმას საპენსიო რეფორმის სადაც გათვალსიწინებული იქნება როგორც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა , ასევე დღევანდელი პენსიონერების, პენსიის შემდგომი ნახტომისებური ზრდაც . ეს, არის აუცილებელი ვინაიდან იმ, ფონზე ყოველდღიურად ძვირდება ცხოვრება ,ყოვედღიურად ძვირდება პროდუქტი ,მედიკამენტი, არსებობისთვის პირველადი მოხმარების საგნები. დღეს პენსიონერები და ასაკოვანი ადამიანები იმყოფებიან განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მათი მიხედვა და პენსიების გაზრდა უნდა იყოს სახელმწიფოს აუცილებელი პრიორიტეტი’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)