00:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 15:36:04, 770 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში კიდევ ერთი სოციალური სახლი აშენდება

ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრმა დავით ბალაძემ  ჯანდაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან და სამშენებლო კომპანიის შპს “დაგი“-ს დამფუძნებელთან გოგი გულორდავასთან ერთად მრავალბინიანი სახლის  საძირკველში სიმბოლური კაფსულა   ჩააგდეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის  დეტალები  მთავრობის წევრებს შპს „დაგი“-ს  ტექნიკურმა დირექტორმა სერხიო მარინ გარსიამ გააცნო.

„10 სართულიან შენობაში 54 ბინა განთავსდება. ობიექტზე  ჯამში 400 ადამიანი დასაქმდება. შენობა ახალ მეპატრონეებს თეთრი კარკასით ჩაბარდება. მოეწყობა წყლისა და საკანალიზაციო სისტემა, განათება და გაზგაყვანილობა. მშენებლობა 2016 წლის ივლისში დასრულდება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის მიერ რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სოციალური სახლების პროექტი ბოლო ორი წელია აქტიურად მიმდინარეობს.

დღეისათვის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 122-ბინიანი 5 საცხოვრებელი სახლი შენდება, სადაც 115 ადამიანია დასაქმებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში, რომელიც 2015 წლის ნოემბრისთვის დასრულდება. ობიექტზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სხვადასხვა სამშენებლო ბრიგადების დამატების შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 70-75 კაცამდე გაიზრდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ცოტა ხნის წინ დასრულდა დაბა ქედაში, ყოფილი პოლიკლინიკის შენობის რეკონსტრუქცია, რომელშიც მოეწყო 12 საცხოვრებელი ბინა. ბინების გადაცემის მიზნით გამგეობისა და სამთავრობო კომისიის მიერ მიმდინარეობს ოჯახების შესწავლის პროცედურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics