00:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 14:19:52, 594 ნახვა

საზოგადოება
ხიდაშელი: 53-ვე ბილეთი ამპუტირებული ჯარისკაცებისთვის ვითხოვე

საქართველოს თვდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციისგან სუპერთასის მატჩზე დასასწრები 53 ბილეთი ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ითხოვა.
როგორც ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარისკაცებისთვის სიურპრიზის გაკეთება სურდათ, და  სამწუხაროა, რომ  აჟიოტაჟის გამო, სიურპრიზი აღარ გამოვიდა.
მინისტრი ირწმუნება, რომ ფეხბურთის ფედერაციისგან არავითარი VIP ბილეთები არ მოუთხოვია.
"მე გავგზავნე წერილი, 53 ცალი  ბილეთი ვითხოვე ამპუტირებული ჯარისკაცებისთვის.  მათთვის  გვინდოდა სიურპრიზის გაკეთება. სამწუხაროდ, ამ აჟიოტაჟის გამო, სიურპრიზი აღარ გამოვიდა. დიახ, მე ვითხოვე 53 ბილეთი ამპუტირებული, ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. თუ ვინმეს ამასთან რაიმე პრობლემა აქვს,  შემიძლია ყველას ავუხსნა, რატომ ვერ შეძლებდნენ ისინი რიგში დადგომას, მაგრამ არამგონია, ეს სალაპარაკო იყოს. არანაიარი VIP ბილეთები არ მითხოვია",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციისგან სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 500 ბილეთის გამოყოფა მოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics