|
2019-09-25 16:33:08, 3425 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ
საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით, - ამის შესახებ EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორზე. იურგენ რიგტერნიკის თქმით, საქართველო თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში. „EBRD-სა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა. რეალურად, ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 235 პროექტში 3,4 მილიარდ ევროს აღწევს და ამით საქართველო თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში. ამასთან, ჩვენი ინვესტიციები ფარავს ფინანსურ ინდუსტრიას, წარმოებას, მთავრობის დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ", - აღნიშნა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა. იურგენ რიგტერნიკის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რომელზეც ძირითადად ენერგეტიკის სექტორი იქნა განხილული. „ამ სფეროში ჩვენ პარტნიორები ვართ და ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით", - აღნიშნა იურგენ რიგტერნიკმა.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)