|
2019-09-24 10:38:26, 1020 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა აშშ-ის მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 აშშ დოლარის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრისას განაცხადა, ეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს, ისევე როგორც თანამშრომლობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და მთავრობის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და მმართველობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)