|
2019-09-23 13:29:37, 2002 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია: მეც მაინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს ამ ადამიანების შეწყალება - მე არ ვარ გარეული
პატიმრების შეწყალებაში არ ვარ გარეული და მეც მედიით გავიგე - მეც მაინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რითაც შეწყალების პროცესში მონაწილეობისა და კორუფციული გარიგების თაობაზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უპასუხა. მისივე თქმით, შვებულებაში იყო და შეწყალებების შესახებ მედიით გაიგო. „მე პრეზიდენტთან დავსვი კითხვები და მან მხოლოდ ის მითხრა, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვინმეს კითხო... მე როცა დამიბარებენ პროკურატურაში, ამ საკითხს დავსვამ. არ ვიცი, ვისი რჩევით მოხდა შეწყალება. ვინ შეადგინა სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს და რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. ამაში არ ვარ გარეული“, - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)