20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 10:54:54, 413 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასამყარებლად ნებისმიერ ქმედებას, რუსეთის მხრიდან უარყოფითი ნაბიჯი მოჰყვება

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც საქართველო სახელმწიფოებრიობის გასამყარებლად განახორციელებს, რუსეთის მხრიდან უარყოფითი ნაბიჯი მოჰყვება.

ამის შესახებ ხიდაშელმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საფრანგეთთან გაფორემბულ ხელშეკრულებასა და  ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავს.

„ამ მოვლენებს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ, თუმცა ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსული სახელმწიფოს ამოცანები და ხედვები ნათელია, ზედაპირზე დევს. ნებიემისმიერ ქმედებას, რომელსაც ქართული  სახელმწიფო განახორციელებს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვისა და გამყარებისთვის, მათი მხრიდან აუცილებლად ექნება   უარყოფითი ნაბიჯები. ეს ბევრს სხვა ქმედებაში შეიძლება გამოიხატოს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ბევრი რამ არ მოსწონს, ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებით“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics