|
2015-07-14 09:59:35, 399 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყებაში დიპკორპუსის წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე ინფორმაცია მიაწოდეს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია გააცნეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის უკანონო, ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას და უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრონციპებს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული სოფლების სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და მიიღოს ქმედითი ზომები რუსეთის უკანონო პოლიტიკის აღსაკვეთად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)