|
2019-09-18 15:22:25, 1848 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: იუსტიციის სამინისტრო მზადაა შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის პროცესში ჩაერთოს
იუსტიციის სამინისტრო მზადაა შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის პროცესში ჩაერთოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, მთავარია პროცესი დროში არ გაიწელოს. „მთავარია, რომ პროცესი შეწყალების პროცედურების რეფორმირებისა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ მზაობა გამოთქვა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა არ იყოს დროში გაწელილი პროცესი. იუსტიციის სამინისტრო მზად არის პარლამენტთან ერთად ჩაერთოს ამ პროცესში, რადგანაც ძალიან ბევრი ინფორმაცია და კომპეტენციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს სამართლიანი შეწყალების სისტემა ინახება სწორედ პენიტენციურ სისტემაში და იმ პროფესიონალებში, ვინც ამ სისტემას ემსახურება. ამიტომ ჩვენი მხრიდანაც მზაობაა, რომ ვიყოთ ამ რეფორმის პროცესში ჩართული“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)