|
2019-09-13 14:54:07, 2514 ნახვა
პოლიტიკა
გახარია გუბერნატორებს - იმოქმედეთ სწრაფად და ეფექტიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება
რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებური საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს. მთავრობის მეთაურისა და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)