|
2019-09-11 12:45:27, 1756 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენციას მასპინძლობს
დღეს ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია (15th Black Sea Search and Rescue Conference) გაიხსნა - ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნეს. ღონისძიება 11-12 სექტემბერს იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. კონფერენცია ყოველ წელს ტარდება შავი ზღვის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ღონისძიებას, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კოორდინირებულად და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ ინციდენტების დროს შავ ზღვაზე. შესაბამისად, შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ყოველწლიურად მართავენ ამ კონფერენციას იმისთვის, რომ გავცვალოთ გასული წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია და გამოცდილება. საქართველო მზად არის, გაუმკლავდეს გამოწვევებს შავ ზღვაზე და მაღალ დონეზე შეასრულოს ძებნა-გადარჩენის ფართომასშტაბიანი ოპერაციები",- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებს „შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო ძებნა-გადარჩენის სერვისების სფეროში" ანკარის 1998 წლის შეთანხმების (Agreement on Cooperation Regarding Maritime Search and Rescue Services among Black Sea Coastal States, Ankara/1998) წევრი ქვეყნების: უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციისა" და სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სააგენტოს წარმომადგენლები. კონფერენციას საპატიო სტუმრების რანგში ესწრებიან გერმანიის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი კაპიტანი უდო ჰელგე ფოქსი, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) წარმომადგენლები.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)