20:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 12:05:52, 524 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი საოკუპაციო ხაზის გადმოწევას სამწუხარო ფაქტს უწოდებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გმობს და მას სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

„ეს სამწუხაროა და ჩვენ ვგმობთ მას. ასეთი აბრები, რაც მათი აზრით საზღვრებს განსაზღვრავს, ძალიან ბევრი დგას სხვადასხვა სოფლებში, იგივე თამარაშენში, ზევით აყოლებაზე, ახლა აქ გააკეთეს. ეს ჩვენთვის პირველი და უცხო არ არის. რა თქმა უნდა ამას ვგმობთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics