|
2019-09-11 10:12:08, 2138 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ პრეზიდენტთან ერთად ანრი მაჭავარიანის გამოფენა დაათვალიერა
შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში საფრანგეთში მცხოვრები, ცნობილი ქართველი მხატვრის, ანრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ხელოვანის გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ასევე საფრანგეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა. მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ანრი მაჭავარიანი ევროპის სარეკლამო ბიზნესსა და მოდის სამყაროში საუკეთესო ილუსტრატორად არის აღიარებული. წლების განმავლობაში ხელოვანის ხელწერით შექმნილი ცნობილი ბრენდების უზარმაზარი აფიშები და სარეკლამო ილუსტრაციები პარიზის, რომის, მილანის და ტოკიოს ქუჩებს ამშვენებდა, რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავდა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში გავმართე ეს გამოფენა. ასევე, ამაყი ვარ, რომ ვუმასპინძლე საქართველოს პრეზიდენტს ჩემს პერსონალურ გამოფენაზე. დიდი მადლობა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომლის წყალობითაც მე მომეცა საშუალება, რომ გამემართა ჩემი გამოფენა აქ, ბათუმში. მინდოდა ჩემი ყველა ძვირფასი ნახატი გამომეფინა. გამოფენის სათაურია "ნახატების სიყვარული" და ეს გამოფენა მიმდინარეობდა მუსიკის სიყვარულის ფონზე, რომელიც ფესტივალის დროს ჩვენ ვიხილეთ ბათუმში." - აღნიშნა ანრი მაჭარიანმა. ექსპოზიცია "ნახატების სიყვარული" იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "Batumi Blek Sea Musicand Art Festival"-ის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)