|
2019-09-08 17:23:24, 2138 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ივანიშვილს, რომლის შემწეობითაც ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადადის, ხელისუფლების მიტაცებაში ადანაშაულებენ
„არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარებითა და მისი შემწეობით ხდება ის, რომ ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას მისი ინიციატივით და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრამდე, დასკვნით სიტყვაში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა კოალიციური მთავრობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს აქამდე მისი შეფასებით, „ვერავინ ვერ გაბედა“. „თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს ქვეყნისთვის პროპორციული სისტემა, რომლის მიმართულებითაც ეს ქვეყანა მიდიოდა ათწლეულები. ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედა. ეს პირდაპირ ნიშნავს პირველ გადადგმულ ნაბიჯს კოალიციური მთავრობისკენ, დემოკრატიული ხარისხის ზრდისკენ. ეს ნიშნავს ღია კარებს პოლიტიკაში ყველასთვის, იმ ახლა ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში. აქ სად არის სიმართლე?! ისევე როგორც მათი გაგებით ბიძინას ივანიშვილის ქველმოქმედება თურმე ბოროტებაა. ეს არის უბრალოდ ზემოქმედება ადამიანზე. ეს არის ჩვეულებრივი რევანშის მომზადება და ჩვენ წყნარად, მშვიდად ამას ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ სამართლიანი მოპყრობა ჩვენი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)