|
2019-09-08 16:14:52, 2099 ნახვა
პოლიტიკა
ადა მარშანიამ გენერალურ პროკურორს „ფანტომი“ და „მძინარე მზეთუნახავი“ უწოდა
პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ადა მარშანიამ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს „ფანტომი“ და „მძინარე მზეთუნახავი“ უწოდა. როგორც მარშანიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თადუმაძე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა თანამდებობაზე დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილა. „მოდით ვიოცნებოთ, თქვენ ხომ „ოცნების“ წევრები ხართ. მოხდა საოცრება და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გადავიდა ჩვენს ფრაქციაში და ჩვენ გავხდით უმრალვესობა „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში. თქვენ წარმოიდგინეთ რა კარგი ამბები დაიწყება. პირველი - მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც დიდი ხანია მისაღებია. ამას ოვაციებით მიიღებს ჩვენი მოსახლეობა. მეორე - გადავყენებთ ამ პროკურორს, დავაყენებთ ახალს, რომელსაც ნამდვილად პროკურორი ერქმევა. ბატონ თადუმაძეს არ ეწყინოს და ფანტომია უფრო ვიდრე პროკურორი. ან როგორ დავარქვა მას „მძინარე მზეთუნახავი“ შეიძლება დავარქვა. იმის მერე, რაც ბატონი თადუმაძე აქ ჩვენ დავამტკიცეთ პროკურორად, თვალით არ მინახავას საერთოდ. არადა 56 ათასი განცხადება გაწამებული ადამიანების პროკურატურაში დევს. ეს რა საკვირველია წვრილმანია თქვენი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)