06:00 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 17:49:28, 1245 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: ეს არის ქვეყანა, რომელსაც ივანიშვილი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს

 „ეს არის ქვეყანა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ოპოზიციის კრიტიკა ისმის.

„ხელისუფლება მხოლოდ ჩვენსკენ იშვერს ხელს და მხოლოდ ამას აკეთებს უკვე შვიდი წელია. ნარატივი არ გააჩნია ამ ხელისუფლებას, არ გააჩნია არანაირი ხედვა,  არ იცის როგორ გამოყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, რა რეფორმა განახორციელოს. ერთადერთი რამ, რასაც მუდმივად ვისმენთ ამ ხელისუფლების მხრიდან, ისევ მუდმივად ლაპარაკობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, ისევ მუდმივად ლაპარაკობენ ოპოზიციაზე, მუდმივად ლაპარაკობენ 9 წელზე. ამის გარდა სხვა არანაირი პოლიტიკური გეგმა არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეს ნათელი მომავალი. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics