|
2019-09-02 12:00:41, 1305 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას მართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას მართავს. დემონსტრანტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, მარიამობის დღესასწაულზე პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის რამაზ დევაძის შეწყალებას აპროტესტებენ. როგორც ენს-ს ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეები იდგებიან, ვიდრე პრეზიდენტი არ გამარტავს საკუთარ გადაწყვეტილებას. „ამ ხელისუფლების პოლიტიკა მთლიანად დგას კრიმინალებზე. ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ამ ხელისუფლებას. ჩვენ ამას ვპირდებით. თითოეული მათი ნაბიჯი მიდის იქითკენ, რომ სრულდება მათი ყოფნა ამ ქვეყანაში. რაც არ უნდა გააკეთოს დღეს ივანიშვილმა, რა გადაადგილებებიც არ უნდა გააკეთოს, თუ სისტემა არ შეიცვალა, შიდა გადაადგილებები არაფერს არ მოუტანს მას. ეს თავადაც კარგად იცის. თითოეული ასეთი ქმედება მხოლოდ დააჩქარებს მის დასასრულს. ასე რომ, ერთად ვიყოთ და ერთად მოვითხოვოთ დაგვისახელო ის პირები, ვინც დაავალა, რომ ამ აქტზე სალომე ზურაბიშვილს ხელის მოეწერა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)