04:47 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 16:13:00, 1980 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია ზარდიაშვილზე: აბსურდული განცხადებებით პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს გამოეხმაურა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ზარდიაშვილი აბსურდული განცხადებებით პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს.

„ზარდიაშვილის განცხადებაზე სერიოზული მსჯელობა არც შეიძლება იმიტომ, რომ ის არის სიმბოლო იმისა თუ როგორ უნდა იყო მონა და მსახური ერთი ხელისუფლების, თუმცა ეს აბსურდული განცხადებები, რომ მე და გავრილოვი თურმე ერთი ვყოფილვართ და მათი ჩამოყვანილი გავრილოვი მე მიმიყვანია თურმე იმ სკამზე, ასეთი აბსურდული განცხადებით ცდილობენ გაექცნენ იმ პასუხისმგებლობას რაც მოაწვათ ქვეყანაში ჩამოყვანიდან დაწყებული თვალების დათხრით გაგრძელებული... ვერანაირად ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას. აბსოლუტური აბსურდია, რომ მათი ჩამოყვანილი მათივე მიყვანილი გავრილოვი პარლამენტში, რომ თურმე მე ვიყავი მთელი ამ პროცესის მმართველი. ეს არის, ჯერ ერთი ფაქტებია სხვანაირი, იმ მომენტში, როდესაც დაჯდა და როცა გავიგე, მერე მივედი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ეს არის ძალიან, მათი აზრით, ეშმაკური მცდელობა პასუხისმგებლობისგან გაქცევის“, - განუცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველს“.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის გახსნაზე „სირცხვილიას“ აქტივისტები მივიდნენ. მათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს  20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების საქმეზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. რაზეც დეპუტატმა ზარდიაშვილმა აქტივისტებს ჰკითხა, თუ სად მიიღო განათლება ელენე ხოშტარიამ და საიდან იყო სერგეი გავრილოვი?!





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics