15:23 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-28 15:56:44, 2096 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: „ბრექსითი“ დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა მზად არის იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა Euronews-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით გზა გააგრძელოს. 

"ქართველები თავს ევროპელებად თვლიან. ეს არ არის ის, რისკენაც ისინი მიისწრაფიან. ისინი მართლაც ევროპელები არიან. ისინი ევროპის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები არიან და მიიჩნევენ, რომ ევროპისკენ ლტოლვას ალტერნატივა არ აქვს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

მან აგრეთვე "ბრექსითზე" ისაუბრა და დასძინა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის წასვლა, საქართველოსთვის დიდი შანსია. 

"ვფიქრობ, „ბრექსითი“ ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ევროპას რეფორმირებისთვის ახალ შესაძლებლობამდე მიიყვანს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics