|
2019-08-28 14:26:45, 1566 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი დღეს, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს იმყოფებოდა. როგორც ჰოგი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს. „დღეს დილით, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზე დაკვირვების მიზნით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფს შევუერთდი. ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს. ეს საკითხი ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის დროსაც განიხილება“, - წერს ერიკ ჰოგი. ცნობისთვის, ჰოგისთან ერთად ადგილზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი იმყოფებოდა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)