|
2019-08-27 14:38:12, 1916 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე ხელისუფლებას: ანაკლიის პორტს აუცილებად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე
პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ, იმიტომ რომ ანაკლიას აუცილებად ავაშენებთ, ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, - ამ სიტყვებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მმართველმ გუნდს მიმართა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა „გამარჯვებამდე მივიდეს“. „თქვენ იცით, რომ ჩვენ დაახლოებით 60 კაცი გვყავს ოფისში, ჩვენი თანაგუნდელები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტი გამარჯვებამდე მივიყვანოთ. პირველი გამარჯვება კი არის ის, რომ დავასრულოთ ის მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომელთაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელისმოწერაზე, იმდენი პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვიქსიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ, არ გამოგივიათ. მაგრამ ეს ქმედება ახლა მიმართულია იმისათვის, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ მოვემსახუროთ იმ კრედიტებს, რომელიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რათა ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, არც ეს გამოგივათ, პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ, იმიტომ რომ ანაკლიას აუცილებად ავაშენებთ, ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)