01:57 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 11:51:04, 1595 ნახვა

პოლიტიკა
ედგარს რინკევიჩსი: ლატვია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. 

როგორც მინისტრი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ლატვია ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. მან აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი უწოდა. 

„ლატვია არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს პროცესი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არანაირი სამართლებრივი ეფექტი არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ და მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერს რინკევიჩსი.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებუ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics