|
2019-08-25 14:19:56, 1443 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ხელისუფლება მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერიისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. „ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა თქვენგანის ხმა ისმოდეს ხელისუფლების ყველა დონეზე. იქნება ეს აღმასრულებელი, პარლამენტი, თუ სხვა ნებისმიერი უწყება, რომელიც ვალდებულია ემსახუროს ხალხს, ჩვენს ოჯახებს. სწორედ, ყოველდღიურ რეჟიმში კოორდინირებულად, ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც ხალხს აწუხებს „- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რეგიონის პირველმა პირმა მოსახლეობას სოფლის პროგრამები, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ახალი პროექტები გააცნო. ისაუბრა საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ბიუჯეტის 25% მომავალი თაობის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს. თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო. ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ, როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე ცენტრალური აპარატი საქართველოს მთავრობასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს საცხოვრებლისა და მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. NS
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)