|
2019-08-21 17:58:44, 1190 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის კომისიის წევრები შეუთანხმებელ მონაკვეთებს დაათვალიერებენ
20 აგვისტოს სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფებმა სოფელ ვახტანგისისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოები დაათვალიერეს. ექსპერტებმა მოცემულ მონაკვეთებთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის კომისიების პოზიციები განიხილეს და ხედვები წარადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ექსპერტთა ჯგუფმა აზერბაიჯანის მხარეს ადგილზე განუმარტა თავისი პოზიცია საზღვრის გამავლობასთან დაკავშირებით. მუშაობის შედეგები მიეწოდება კომისიების თავმჯდომარეებს შემდგომი განხილვის მიზნით. უწყების ცნობით, მომდევნო დღეებში დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების განხორციელება საზღვრის სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 23 აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიგეგმება დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების დათვალიერების მეორე ეტაპი, შესაძლო მოკლე ვადებში. საგარეო უწყების ინფორმაციით, საექსპერტო შეხვედრების დასრულების შემდეგ, თბილისში, სექტემბერში კომისიების შეხვედრები იგეგმება.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)