03:41 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 14:11:07, 2419 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - Fitch-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა მაკროეკონომიკურმა გარემომ მოახდინა

სარეიტინგო კომპანიამ "Fitch" - მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა. 

2019 წლის დასაწყისში საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდა „BB-"-დან „BB"-მდე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა. მორიგი მონიტორინგის შემდეგ "Fitch" - მა რეიტინგი ძალაში დატოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო მიმზიდველია.

მინისტრის განცხადებით, "Fitch" - ის რეიტინგზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ, აგრეთვე საგადამხდელო ბალანსის მკვეთრმა გაუმჯობესებამ და ეფექტურმა მმართველობამ. 

სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განაპირობა საქართველოში მმართველობის მაღალმა ხარისხმა, მიმზიდველმა საინვესტიციო  და ბიზნესგარემომ და რეგიონული  შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ. ამასთან, სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics